UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია

გულშემატკივართა ემოციური შეხვედრა „იუეფსის“ პირველ ქართველ ჩემპიონთან. ილია თოფურია საქართველოშია.

ცნობილ სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ქართველი მებრძოლი პრემიერის მოწვევით ჩამოვიდა. ის 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც საბრძოლო ხელოვნებაში კარიერა ესპანეთის „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო, ცოტა ხნის წინ უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა მოიგო. ილია თოფურიამ UFC 298-ზე ქვემსუბუ­ქი დი­ვი­ზი­ო­ნის ქამ­არი მოიპოვა – ამ დივიზიონის ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვ­სკი ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.