უკანონო პატიმრობის 36-ე დღე. ვაჟა გაფრინდაშვილი, ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ქართველ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს.
მომდევნო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება, მანამდე კი ექიმის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ხვალ აქციის გამართვას გეგმავენ. ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს მედიაცენტრ „მთავარში“.
„მოამბე“ ექიმის ადვოკატსაც ესაუბრა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მომდევნო პროცესზე გაათავისუფლებენ.