აქცია გორში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი მეგობრები გორში, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

ისინი აცხადებენ, რომ არანაირი ინფორმაცია უკანონო პატიმრობაში მყოფი მეგობრის შესახებ არ აქვთ და ხელისუფლებას მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას თხოვენ. ცენტრალური მოედნიდან შეკრებილებმა სუს-ის შიდა ქართლის დეპარტამენტთან გადაინაცვლეს. საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძე 10 დეკემბერს დააკავა და მას 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.