უკანონო მიშენებები მარნეულში

ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში.

ტრაგედია 26 ივნისს საცხოვრებელი სახლის აივნის ნგრევას მოჰყვა. კორპუსის მდგრადობას ახლა სპეციალისტები სწავლობენ. გამოძიების დასრულებამდე „მოამბე“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია მარნეულში არსებული საბინაო ფონდი. იძლევა თუ არა შენობა-ნაგებობების მდგომარეობა იმის თქმის საშუალებას, რომ ტრაგედია აღარ განმეორდება.

რამდენად ხშირია მარნეულში სამშენებლო ნორმების და კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებული სამუშაოები და რა ზომებს მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლება, რუსუდან ლოლაძემ გაარკვია.