რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტის დაფიქსირებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. მომხდარზე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.
დეტალებით ნინო ფისაძე.