როინ შავაძის საქმე - ბრიფინგი პროკურატურაში

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ათი პირის მიმართ დაიწყო. დაკავებულია რვა პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმის დეტალებზე ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ბელა ზაქაიძე განავრცობს თემას.