უფასო სასადილოები

ერთი ულუფა წიწიბურა, ერთი ულუფა ბარდის სუპი და ნახევარი პური. ეს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველების სადილია, რომელიც მთავრობას დღეში ერთი ლარი და 30 თეთრი უჯდება.

უფასო სასადილოებით დედაქალაქში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 40 ათასი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ბავშვები.

ხშირია, როცა სასადილოდან სახლში წაღებული საჭმელი არ ჰყოფნით და ბავშვებს საღამოს ვახშმის გარეშე დაძინება უწევთ.

„ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფის ობიექტივში რამდენიმე ქალაქის უფასო სასადილო მოხვდა.

ახალი კვირა