„ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადება

სოციალურად დაუცველების პრობლემებზე საუბრობს „ლელოს“ მერობის კანდიდატი. ანა ბიბილაშვილი ქსოვრელის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მისი თქმით, ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომელთაც გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა და მათ სათანადო ყურადღება არ ექცევათ. ბიბილაშვილის განცხადებით, „ლელოს“ თბილისის მარშლის 9-პუნქტიან გეგმაში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია როგორ უნდა მოგვარდეს ქალაქში მძიმე სოციალური საკითხები.