ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ნაკლებად ცნობილი ნაწილი – ხელოვნების სასახლე ციფრულ კატალოგზე მუშაობს. მასში ცნობილი მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის კინოს, თეატრის, ანიმაციისა და საესტრადო დადგმებისთვის შექმნილი ესკიზები იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრების უდიდესი ნაწილი დამთვალიერებელს ამ დრომდე არ უნახავს.
ციფრულ კატალოგთან ერთად იგეგმება ბეჭდური ვერსიის გამოცემაც. დამთვალიერებელი ლადო გუდიაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრების ნახვას მომდევნო კვირიდან ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეძლებს.