როგორ შესრულდა ვაკის პარკში ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია.
პროექტის ავტორ კომპანია „ელ-ემ-ეს“-ში განაცხადეს, რომ რეაბილიტაციის პროცესი შესრულდა არა ზუსტად მათ მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით, არამედ მასში განახორციელეს ცვლილება. ამ განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერიამ დღეს გაასაჯაროვა შადრევნის რეაბილიტაციის პროექტი. მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოებიც ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა. ტრაგედიის ფაქტზე კი გამოძიება გრძელდება.