ორი გარდაცვლილი და ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში – ასეთია ორთაჭალაში მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგი. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება. მომხდარზე განმარტებას აკეთებს კომპანიის დირექტორი.
გამოძიება უკვე დაწყებულია. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები, ჰქონდა თუ არა დასაქმებულებს დამცავი ღვედი შეკრული და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, მარიამ ბერძენიშვილი მოგიყვებათ.