უამინდობა საქართველოში

უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე.

5 საათიდან თბილისში ქარის გაძლიერების პროგნოზი გამართლდა. დედაქალაქის მერია და გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსახელობას აფთხილებენ. ძლიერი ქარის დროს, მოერიდეთ ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას. მოსალოდნლია რომ ქარის სიმძლავრე წამში 25 მეტრი იქნება. ქარის შესუსტებას სინოპტიკოსები ხვალიდან ელოდებიან.

რაც შეეხება რეგიონებს, ნალექის გამო მდინარეებში წყლის დონეა მომატებული. ასევე უამინდობის გამო ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი  კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე არსებული ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვებს აწესებს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ჯვარი-მესტიის რამდენიმე მონაკვეთზეც და ცაგერი-ალპანას მიმართულებით.

საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი რისკის ზონებში სრულადაა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახური.