ძლიერი ქარი და პრობლემები დედაქალაქში

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან პრობლემურ ადგილებზე მუშაობენ.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქარის სიჩქარე საღამოს 19 საათიდან საგრძნობლად დაიკლებს, ხოლო ღამის საათებში ჩადგება.