ძლიერი ქარი და წვიმა დედაქალაქში

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები და ქუჩებში გართულებულია ავტომობილების გადაადგილება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

ქვეყნის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ქარბუქისა და თოვლის გამო, გაუარესებულია ხილვადობა, რამაც შესაძლოა გზებზე შეზღუდვები გამოიწვიოს. სპეციალისტების ვარაუდით, ძლიერი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს. სინოპტიკოსები მაღალმთიან რეგიონებში თოვლს რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.