უამინდობამ ფოთში პრობლემები შექმნა. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ნაწილი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია ავტომანქანები. სინოპტიკოსების ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს დღის განმავლობაში 6-7-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი, დროგამოშვებით მოსალოდნელია უხვი ნალექი. შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი შენარჩუნდება სამი დღის განმავლობაში.