უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეფერხებებია.
დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები დედაქალაქში შექმნა. ასეთი ინტენსივობის და ხანგრძლივობის თოვა ბოლოს თბილისში 31 წლის წინ იყო. უკვე მე-12 დღეა ქალაქში თოვს. ცენტრალური გზების ნაწილზე, ასევე შიდა გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. საუბარია ძირითადად იმ ადგილებზე, რომლებიც მისადგომად რთულია. ტრანსპორტი არ მოძრაობს თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზეც. დიდთოვლობის გამო გახშირდა ავარიები, ასევე გამოძახებები.
თბილისის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.