კოორდინაციის და კონცენტრაციის გაძნელება, სისუსტე, ანემია, ქცევითი აშლილობები, გონებრივი ან ფიზიკური განვითარების შეფერხება – თუ ბავშვს ეს სიმპტომები აღენიშნება, სხვა კვლევებთან ერთად, უცილებლად შეამოწმეთ ორგანიზმში ტყვიის შემცველობა.
ტყვია ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მძიმე მეტალია, რომელიც იოლად აღწევს და გროვდება ორგანიზმში. გროვდება თავის ტვინში, ძვლებში, ღვიძლში და თირკმელში.
ტყვიით ინტოქსიკაციის ყველაზე მძიმე შედეგი სიკვდილია. ბოლო და ერთადერთი კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში ჩატარდა, 300 ბავშვიდან სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა თითქმის ნახევარს დაუდგინდა.
რა გზით ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში და როგორ უმკლავდებიან ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევებს მსოფლიოს განვითარებული ჯანდაცვის სისტემები – ამის გარკვევას სოფო ზედელაშვილი ცდილობდა.