ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიში

ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების განხილვას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი, და გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ტექნიკური დახმარებით ხორციელდება და მისი მიზანია, ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე, დროის მცირე მონაკვეთში, ზუსტი ინფორმაციის მიღება. პროცესი 2015 წელს დაიწყო.