გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა საქართველოში ტყის მდგრადი მართვის პროექტის შედეგები შეაჯამეს. პროექტის ღირებულება 920 ათას ამერიკულ დოლარს აღემატებოდა და მის ფარგლებში სრულად აღიჭურვა სამი საქმიანი ეზო ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში, საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე, გადაამზადეს მეტყევეები. 60-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ენერგოეფექტიანი ღუმელები, დაახლოებით 43 ათასმა პირმა კი მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღო. ტყის დაცვის პროექტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.