დაბა სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო. ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. Ⴋინისტრმა და გუბერნატორმა, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს.
გასულ წელს, ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა, მავნე მწერმა გამოიწვია. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად, მომზადდა ტყის აღდგენის პროექტიც 3,3 ჰა. ფართობისათვის. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა დაირგვება.