მეტყევის პროფესიული დღე

18:30, 11.10.2024

საქართველოს ტერიტორიის თითქმის 45 % ტყით არის დაფარული.

ქვეყნის გეოგრაფიიდან გამომდინარე, ტყე უმეტესად ფერდობებზეა გადანაწილებული და სხვადასხვა სახეობის ხის კორომებს მოიცავს. საერთო ფართობით საქართველოში ტყეებს თითქმის 2 მილიონ 700 ათასი ჰექტარი უკავია. ქვეყნის ამ უნიკალურ საგანძურს კი ტყის 478 მცველი და 110 მეტყევე ყოველდღიურად იცავს.

მეტყევის პროფესიული დღე საქართველოში გუშინ, 10 ოქტომბერს აღინიშნა.

გიორგი იდუკაშვილის და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი.

მსგავსი