თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს აღდგენილი გზა ისევ წყლით დაიფარა. ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია. ახმეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეხვედრა ჩაინიშნა და პრობლემის მოგვარება მყისიერად დაიწყება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.