უბედური  შემთხვევა თუშეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე. დაღუპულია, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხრამში გადავარდა, სავარაუდოდ, 12 ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის დროს ნაწილმა მანქანიდან გადახტომა მოახერხა.

4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი მამაკაცი კი ქვემო კიდურის მოტეხილობით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრი ადგილობრივია. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა, როგორც სამაშველო, ასევე სამედიცინო დახმარების ჯგუფების ადგილზე ვერტმფრენით ჩაყვანა.

სოფო მთივლიშვილი დეტალებით.