თუშეთში ავარიისას დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაკეტილია. თუშეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ტარდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

ოპერაციის ადგილზე დაგეგმილია ხევში ჩავარდნილი სატვირთოს ადგილმდებარეობის შეცვლა, რისთვისაც მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

თუშეთში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.