თუშეთში ავარიისას დაკარგული პირის ძებნა გრძელდება

დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თუშეთში.

მაშველები ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

მაშველებმა ხევში გადავარდნილ სატვირთოს ადგილი შეუცვალეს, თუმცა დაკარგულის პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.

თემის დეტალები „მოამბეში“.