შეხვედრა ახმეტის მერიაში

თუშეთის გზის გახსნაზე მუშაობა ორ დღეში უნდა დაიწყოს.

ახმეტის მერიაში, მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე მივიდა და თუშეთის გზის გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა, საგზაო დეპარტამენტისა და თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდება.

საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, უკვე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები, თუმცა მათ დაწყებას და გზის გახსნას გარკვეული დრო დასჭირდება.

მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ არსებულ პრობლემაზე რეაგირება დაგვიანებით ხდება.