თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
გასულ ღამეს, თურქეთში ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პარალელურად, გუშინ სტიქიის ზონაში საქართველოდან კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა. ისინი ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. ქალაქში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით, სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.
თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს [ფოტო]