თურქეთში, ვანის პროვინციაში, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა ხუთი პირი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, გამთენიისას მოხდა.