ძლიერი მიწისძვრა ეკვადორში

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ეკვადორში, შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავდა 400-მდე მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 44 სახლი განადგურდა, ხოლო 90 დაზიანდა. სტიქიის შედეგად, თითქმის მთლიანად ჩაიძირა სანაპირო ზოლში მდებარე მუზეუმი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პუერტო ბოლივარის საზღვაო მუზეუმის სახელით ცნობილი ეს ადგილი 60 წელზე მეტისაა და იქ სულ მცირე 5 000 საზღვაო არტეფაქტი ინახებოდა. ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრას ცუნამი არ მოჰყოლია.