მაროკოში დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 012 ადამიანი და კრიტიკულად მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მაროკოში 7-ბალიანი მიწისძვრა სამი დღის წინ მოხდა.