მიწისძვრა საქართველოში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 11:44 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.