თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 20 ადამიანი. ინციდენტი მუშ-სოლჰანის ავტომაგისტრალზე მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი და უამინდობაა.