ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსში ხანძარს 52 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]

ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 52 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, რუსლან იმანკულოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ყაზახური მედია წერს, „იკარუსის“ მარკის ავტობუსის აალება სამარა-შიმკენტის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქტიუბინსკის ოლქში მოხდა.

ინციდენტის დროს ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. ხუთი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილები და დაშავებულები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.