თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნისას ექვსი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Daily Sabah-ი ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ექვსი და დაშავდა 20 ადამიანი. ინციდენტი მუშ-სოლჰანის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსს მგზავრები ჰათაის პროვინციიდან მუშში გადაჰყავდა.

გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი და უამინდობაა.