საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ტურისტულ ლოკაციებს დამსვენებლები უკვე სტუმრობენ.
რეგიონში ვიზიტორებს ყველა ის სასტუმრო იღებს, ვინც კანონით განსაზღვრულ ჰიგიენურ ნორმებს იცავს. შიდა ტურიზმის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის ციხე, ბორჯომის ისტორიული პარკი დამთვალიერებლებს უფასოდ მასპინძლობს. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება კი ნახევარ ფასადაა შესაძლებელი.