დედაქალაქმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. MMP ღონისძიებაში ცხრა ქვეყნიდან 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.
ფორუმის მიზანი კავკასიაში და კერძოდ საქართველოში საქმიანი ტურიზმის ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.