საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი

კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისთვის. ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზრის მეტად ათვისების გზებზე, თბილისში მიმდინარე საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. მთავარი აქცენტი დიაგონალურ კუმულაციაზე გაკეთდა, რომელიც თურქული ნედლეულით საქართველოში პროდუქციის დამზადებას და ევროკავშირის ბაზარზე ისე გატანას ითვალისწინებს. მიზანი, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და საქართველოს მხრიდან ნახევარმილიარდიანი ბაზრის მაქსიმალურად ათვისებაა. ფორუმს ქართველი და თურქი მეწარმეები, ორივე ქვეყნის მთავრობების, USAID-ის, ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარგებელს მიიღებს საქართველო დიაგონალური კუმულაციით? – ნახეთ სიუჟეტში.