ტურისტული ფორუმი თბილისში

დედაქალაქმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. MMP ღონისძიებაში ცხრა ქვეყნიდან 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან,  ფინეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

ფორუმის მიზანი კავკასიაში და კერძოდ საქართველოში საქმიანი ტურიზმის ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.