მეათე გლობალური ფორუმი ბაქოში

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვლილი სამყარო, ახალი ენერგეტიკული პროექტები და სატრანსპორტო დერეფნები – ეს ის საკითხებია, რომლებიც ბაქოში მეათე გლობალურ ფორუმზე განიხილება.

საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრები და დიპლომატები ესწრებიან, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოფიციალურად გახსნა. დისკუსიები სამი დღე გაგრძელდება.

გლობალურ ფორუმს აშუქებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია ბაქოდან.