2018 წლის მაისის მონაცემით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 16 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ეწვია, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც ვიზიტორების ზრდის კუთხით გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა აზიის ქვეყნებიდანაც.