ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა ყაზბეგის ეროვნულ პარკში. შენობაში საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდა. ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.

შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. ყაზბეგის ეროვნული პარკი იშვიათი გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეული მაღალი მთის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით შეიქმნა.

პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით აშენდა.