EuroNews-მა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე სარეკლამო კამპანია დაიწყო

EuroNews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაკვეთით მომზადებული 30-წამიანი ვიდეორგოლი, ტელევიზიის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს.

კამპანია 12 კვირა გაგრძელდება. სარეკლამო რგოლის პარალელურად,  ზაფხულის ტურისტული კამპანიის ფარგლებში, არხი საქართველოს შესახებ უსასყიდლოდ დაამზადებს რეპორტაჟების ციკლს.