ღვინისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები საქართველოში არიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ღვინისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალისტები ეწვივნენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრნენ, მათ შორის კახეთს, სადაც მარნები და ღვინის ქარხნები დაათვალიერეს.

ტურის მონაწილეები ეწვივნენ კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

უცხოელი ჟურნალისტებისთვის ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია მოეწყო.

პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.