საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

12:19, 27.09.2024

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ იმართება. ის საქართველოს პრემიერისა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი.

მსგავსი