ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოელ ბლოგერებს მასპინძლობს

15:36, 10.09.2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს. იმყოფებოდნენ ზუგდიდში „გემო ფესტზე“.

Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ. გამოცემის ონლაინპლატფორმებს 15 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

მსგავსი