ტურისტების რაოდენობა მაისში 16.1%-ით გაიზარდა 
ტურისტების რაოდენობა მაისში 16.1%-ით გაიზარდა 

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%).

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა , გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან(-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.

„2018 წლის იანვარი-მაისის თვის მონაცემებით, საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.7%), თურქეთიდან (+21.7%),სომხეთიდან (+6.3%) და რუსეთიდან (+28%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან.

2018 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეიცვალა ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის კვლევაც და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირებული გახდა. ახალი სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ წარმოადგინა“, – განახცადა ჩოგოვაძემ.