ტრენინგი საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივ მაუწყებელში სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრა პირველი არხის და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. განიხილეს სექსუალური შევიწროების ცნება, ფორმები და მასთან დაკავშირებული საკითხები. ორგანიზაციაში დამტკიცებულია სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას.