პირველმა არხმა ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

საქართველოს პირველმა არხმა დღეს ჭადრაკის მსოფლიო ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა.

ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში რამდენიმე ქვეყანაში აპირებს გამგზავრებას და ჭადრაკის გულშემატკივრებთან შეხვედრების გამართვას. ნონა გაფრინდაშვილის ამ ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა იტალიაში. ლეგენდარული მოჭადრაკე დღეს პირველ არხს ეწვია და ჩვენს თანამშრომლებს სერიის ფარგლებში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ჭადრაკის თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ.