პირველი არხის სოციალური პროექტი

პირველი არხის ორგანიზებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარი ბავშვებისთვის ქართულ ენაზე გახმოვანებული ანიმაცია „სმურფების“  ჩვენება გაიმართა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაცია პატარებმა დღეს დიდ ეკრანზე ნახეს. „სმურფების“ ისტორია 1958 წლიდან იღებს სათავეს, ანიმაცია მსოფლიოს 100 ქვეყანაშია ნაჩვენები და 40 ენაზე არის გახმოვანებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი ანიმაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული „სმურფების“ დიდ ოჯახს შეუერთდა. ასევე პატარების წინაშე წარდგნენ 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე „რანინელები“.