„სმურფების“ ქართული ვერსია პირველ არხზე

საჩუქარი პირველი არხის პატარა მაყურებლებს.

ცნობილი ფრანგულ-ბელგიური ანიმაციური სერიალი „სმურფები“ ჩვენს არხზე ქართული გახმოვანებით გავა.

100-ზე მეტი სერია უკვე შეძენილია და ახლა თარგმნის პროცესი მიმდინარეობს. 15-წუთიანი სერიების ჩვენება ორშაბათიდან დაიწყება. „სმურფები“, რომელიც 1958 წელს შექმნილი კომიქსების საფუძველზე ანიმაციად იქცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.